ხარაგაულში საახალწლო ღონისძიება გალაკონცერტით დასრულდა. ადგილობრივების განწყობაზე კვარტეტმა “რანინამ” და ჯგუფმა “გუფი ლენდმა” იზრუნეს.
დღის განმავლობაში, ხარაგაულის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, მოწყობილი იყო საახალწლო ბაზრობა, საბავშვო სივრცეები და ინსტალაციები.
საზეიმოდ აინთო ნაძვის ხე.