მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მათი მიზანი "კოლექტიური ნაცმოძრაობის" აღორძინებაა." მისივე შეფასებით, მათი ეს გეგმა ჩაიშლება.
"დაძაბულობა და დაპირისპირება მინელდა, სისხლისღვრის გეგმა არ შედგა და რასაკვირველია, ესენი (კონკრეტულ პირებზე მაქვს საუბარი, ცნობილი გვარებია) ეცდებიან, რომ ამ მინელებულ, ჩამქრალ ცეცხლზე როგორმე ნავთი დაასხან. ამ შემთხვევაში, არავითარი ინტერესი იმისა, რომ შეხვდნენ უმრავლესობას, მათ არ გააჩნიათ, ვინაიდან იდეა ერთია - დასანქცირდეს საქართველო და ამ ყველაფერს მიეცეს შეუქცევადი ხასიათი. ვფიქრობ, ეს გეგმაც ჩაიშლება. ჩამოსულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი, "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ასაღორძინებლად," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა.