21 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იხსნება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იხსნება - 5 წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ დაწყებული რესტავრაცია ფინალურ ეტაპზეა. გახსნის საზეიმო ცერემონია 8 დეკემბერს გაიმართება.

2019 წლის აპრილში ხანძარმა მე-12 საუკუნის არქიტექტურის შედევრი მნიშვნელოვნად დააზიანა. დღემდე უცნობია ცეცხლის გაჩენის კონკრეტული მიზეზი, საფრანგეთის პროკურატურა ორ ვერსიას განიხილავს - ნამწვავის აალება ან გაუმართავი ელექტროგაყვანილობა.

პარიზში შენობის აღდგენაზე 500 სპეციალისტი ხუთი წელი მუშაობდა. პროექტის ღირებულებამ 550  მილიონი ევრო შეადგინა.

დღის ამბები