21 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა - მის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს

ასლან ბჟანიამ, ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს.

გადადგა ანქვაბიც, დე ფაქტო "პრემიერ-მინისტრის" პოსტზე ე.წ. პარლამენტის ყოფილი სპიკერი ვალერი ბგანბა დაინიშნა.

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეთანხმებას ხელი პროტესტის ფონზე, 2 დღის წინ მოაწერეს. ეგრეთწოდებული მთავრობა გადადგა, ოპოზიცია კი სამთავრობო შენობებიდან გამოვიდა და პროტესტი შეწყვიტა.

დღის ამბები