21 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
"საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი" - კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სტუდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სტუდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია - "საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი" გაიმართა.

კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს თეზისები საქართველოს კურორტების მოდერნიზებისა და მდგრადი განვითარების შესახებ. აუდიტორიის წინაშე, ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო თეზისის ავტორი 18 სტუდენტი წარსდგა.

3 საუკეთესო მომხსენებელს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლებმა.

ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა და მას საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და 100-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდნენ, როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან.

დღის ამბები