21 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
თბილისში პოლიციელი დაჭრეს

თბილისში, ვეძისში, წყნეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი დაჭრეს. სამართალდამცველს ცეცხლსასროლი იარაღიდან გუშინ, გვიან ღამით, საკუთარ სახლთან ესროლეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

 

დღის ამბები