21 ნოემბერი 2024,   15:08
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარის სახლთან გამართულ აქციას "ქართული ოცნებაში" ეხმაურებიან - მმართველი გუნდი თვლის, რომ ოპოზიციის ქმედებები კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებმა წაახალისა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მის საცხოვრებელ სახლთან, ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ გამართულ აქციაზე საუბრობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მუქარა, ზეწოლა და შეურაცხმყოფელი განცხადებები, ცესკოს გამჭვირვალე საქმიანობას ხელს ვერ შეუშლის. კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებში შესაძლო მანიპულაციებთან დაკავშირებით, ოპონენტებს ფაქტები არ გააჩნიათ.

გიორგი კალანდარიშვილის სახლთან აქცია "კოალიცია ცვლილებებისთვის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა გამართეს. მისაღებია თუ არა, პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა, კოალიციაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ. ამბობენ, რომ ნებისმიერ ტერიტორიაზე გამოხატვის თავისუფლება, კონსტიტუციით არის დაცული.

საცხოვრებელ სახლებთან აქციების გამართვა, ბულინგი და შეურაცხმყოფელი განცხადებები ფაშიზმის გამოვლინებაა მმართველი გუნდისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პროტესტის ამ ფორმის წახალისება იმ ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებითაც ხდება, ვინც აქტივისტებს საქართველოში მაიდანიზაციისკენ მოუწოდებს.

ცესკოს თავმჯდომარე, ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მხრიდან ზეწოლასა და ბულინგზე, არჩევნებამდეც საუბრობდა. გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე იღებს კონკრეტული პირებისგან, მუქარის შემცველ შეტყობინებებს. ანალოგიური შინაარსის გზავნილებით ემუქრებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებსაც.

დღის ამბები