21 ნოემბერი 2024,   15:18
ვრცლად
2020 წლის შემდეგ პირველად, ლეგენდარული მაიკ ტაისონი დღეს რინგზე იბრძოლებს

მსოფლიო კრივის სამყარო ძალიან საინტერესო ორთაბრძოლის მოლოდინშია. სულ უფრო ცოტა დრო რჩება ლეგენდარული მაიკ ტაისონისა და ყოფილი იუთუბერის, ჯეიკ პოლის ორთაბრძოლამდე.

ჯეიკ პოლიმ მოკრივის პროფესიული კარიერა დაიწყო და 10 ორთაბრძოლის ჩატარებაც მოასწრო, საიდანაც მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ტაისონი კი რინგზე 2020 წლის შემდეგ არ გამოსულა.

შეხვედრა 20 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ტაისონის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ნოემბრისთვის გადაიდო. მოახლოებული ორთაბრძოლის წინ მოკრივეების პირისპირ დგომის დროს, ტაისონი ტრადიციული აგრესიულობითა და ჩვეული უხამსი ჟესტიკულაციით გამოირჩეოდა. საბოლოოდ, მეტოქეს სილაც უთავაზა. ტაისონმა განაცხადა, რომ მზად არის ჩხუბისთვის და წაგებას არ აპირებს.

 

 

 

დღის ამბები