21 ნოემბერი 2024,   15:07
ვრცლად
სტუდენტური საზოგადოება შეარჩიეს ყველაზე ადვილად, იდეოლოგიურად დასამუშავებელი საზოგადოება, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ ემოციური კავშირი იმ წარსულთან, როდესაც ეს ადამიანები სისასტიკით მართავდნენ ამ ქვეყანას - გიორგი ვოლსკი

ბათუმის უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება - აქციას უკვე მეორე დღეა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერი სტუდენტები მართავენ.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია ახალგაზრდების გამოყენებით რადიკალური გეგმების განხორციელებას ცდილობს.

"ზოგადად, სტუდენტური საზოგადოება შეარჩიეს ყველაზე ადვილად, იდეოლოგიურად დასამუშავებელი საზოგადოება, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ ემოციური კავშირი იმ წარსულთან, როდესაც ეს ადამიანები სისასტიკით მართავდნენ ამ ქვეყანას და ჩადენილი აქვთ უამრავი დანაშაული. ემოციური კავშირის არქონა, არ შეიძლება დავაბრალოთ ყველა სტუდენტს. რასაკვირველია, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, ვისაც ესმის, რომ საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი გალაშქრება არის ერთადერთი მიზნისთვის დაგეგმილი, რომ როგორმე სათავეში დაბრუნდნენ იგივე დამნაშავეები, რომლებიც საქართველოს, ნგრევის პროცესში ჩართავენ. ეს სწორედ შედეგია იმისა, რაც ბათუმის უნივერსიტეტში მოხდა, აბსოლუტურად გარეშე პირები შემოდიან და სტუდენტების სახელით ცდილობენ ამ დესტრუქციული პროცესების განვითარებას", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები