24 ნოემბერი 2024,   19:06
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - არეულობა ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - არეულობა ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა. მათი გათავისუფლების მოთხოვნით გუმისმთას ხიდი გადაკეტეს.

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სპონტანურ აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მოგვიანებით სოხუმის "თავისუფლების მოედანზე" გადაინაცვლეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს.

ასევე ცნობილია, რომ 15 ნოემბერს, როცა ე.წ. პარლამენტს რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი უნდა განეხილა, პარალელურად ოპოზიციამ  აქცია დაგეგმა.


დღის ამბები