03 დეკემბერი 2024,   21:16
ვრცლად
სერბეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე - შევთანხმდით, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის კონტინენტისთვის

 

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ეხმაურება.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, საუბარი შეეხო ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებულ საერთო გამოწვევებს.

"მე და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული საერთო გამოწვევების შესახებ. ხაზი გავუსვით ჩვენს მზადყოფნას სერბეთსა და საქართველოს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებასთან დაკავშირებით, ასევე აღვნიშნეთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის გაუმჯობესების მნიშვნელობა.
ჩვენ შევთანხმდით, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის კონტინენტისთვის”, - აღნიშნავს ალექსანდარ ვუჩიჩი.

დღის ამბები