03 დეკემბერი 2024,   21:15
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციასა და მესამე სექტორს საინფორმაციო თავდასხმის გზით არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს - პარლამენტის თავმჯდომარემ 13 მაგალითი დაასახელა 

საინფორმაციო თავდასხმის გზით არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში შალვა პაპუაშვილი ოპოზიციასა და მესამე სექტორს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარემ 13 მაგალითი დაასახელა, რომელიც მისივე შეფასებით, მიზანმიმართული დეზინფორმაცია იყო. მათ შორისაა მასობრივ დარღვევებზე საუბარი, სხვისი პირადობით ხმის მიცემის შესაძლებლობა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, 26 ოქტომბრის შემდეგ ამ საკითხებზე არაერთი განცხადება მოუსმენია, თუმცა ვერცერთი ოპონენტებმა ამ დრომდე ვერ დაადასტურეს.

ოპოზიციას კონკრეტული მტკიცებულებები არც დღეს წარმოუდგენია. ხელისუფლები ოპონენტების ნაწილისთვის მთავარი ის აღქმებია, რომელიც მათი თქმით საზოგადოებაში არსებობს.

მმართველი პარტია ოპოზიციის პოლიტიკურ ინტერესზე აკეთებს აქცენტს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ დეზინფორმაციის გავრცელება გააგრძელებდა - ამის ერთადერთი მიზანი კი საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის სურვილია.

დეზინფორმაციის 13 მაგალითიდან პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ამომრჩეველთა მობილიზებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე გაამახვილა. შალვა პაპუაშვილმა დღესაც დააკონკრეტა, რომ მხარდამჭერების გააქტიურება დარღვევა არ არის და ამის ტექნიკას პარტიებს, როგორც NDI ასევე IRI უზიარებდა.

დღის ამბები