03 დეკემბერი 2024,   21:14
ვრცლად
ოპოზიციის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების მსვლელობა დასრულდა - აქციის მონაწილეებმა სპორტის სასახლისკენ გადაინაცვლეს

ოპოზიციის ლიდერებმა, მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით პეკინის გავლით სპორტის სასახლისკენ გადაინაცვლეს, სადაც ლიდერები ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

მსვლელობის პროცესში მოხდა რამდენიმე მცირე ინციდენტი. იქიდან გამომდინარე რომ აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ საავტომობილო მოძრაობა, მანქანის მძღოლებმა გამოთქვეს უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით, რასაც აქციის მონაწილეებსა და მძღოლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხვალ ისევ სააპელაციო სასამართლოსთან მივლენ, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვაა დაგეგმილი.

დღის ამბები