21 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
ყაზაიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - ქართველი ნახევარმცველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და "შანდონ ტაიშანს" "მეიზუ ჰაკასთან" მოგებაში დაეხმარა. 30-ე ტურის საშინაო შეხვედრაში, ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობდა და 78 წუთი ითამაშა. საბოლოოდ, ყველაზე მაღალი შეფასება - 8.7 ქულა დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

31 წლის ყაზაიშვილმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, ხოლო 61-ე წუთზე მისი საგოლე გადაცემის შემდეგ, ზეკამ გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ყაზაიშვილის გუნდმა სეზონი 48 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა, ქართველმა კი სეზონში შვიდი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა.

დღის ამბები