21 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
"თურმე ცესკო შეურაცხყოფილი არის იმიტომ, რომ მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რატომ დისკრედიტაცია არ ვიცი, ეს არის ფაქტები" - სალომე ზურაბიშვილი

"საზოგადოება თქვენგან ითხოვს მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცნაურია პროკურატურის ქცევა, რადგან ცესკოს წუხილის საფუძველზე, სწორედ მას სთხოვს მტკიცებულებას.

"პროკურატურა კიდევ უფრო უცნაური არის - ცესკოს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს. თურმე, ცესკო შეურაცხყოფილი არის იმიტომ, რომ მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რატომ დისკრედიტაცია არ ვიცი. ეს არის ფაქტები, ფაქტები ყველამ იცის.

პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული. საზოგადოება თქვენგან ითხოვს მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს. არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს რაღაც აშკარა პოლიტიკური პროცესები. პროკურატურას ვურჩევდი - სჯობს შეუდგეს თავის საქმეს. პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას. ძალიან ბევრი გზავნილი მივიღე სხვადასხვა კუთხით - ნუ გეშინიათო. არ მეშინია, თქვენს ნუ გეშინიათ, ყველაფერი წყნარად იქნება, მშვიდობიანად. ამ არჩევნების რეალური შედეგები უნდა დადგეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რომელთან დაკავშირებითაც უწყებამ პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარა.

დღის ამბები