ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დატვირთული დღე საქართველოში. როგორც არჩევნების შემდეგ ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ზოგი ბედნიერი იყო, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ჩვენ მშვიდობის მხარეს დავდექით“, - წერს ვიქტორ ორბანი პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ორ დღიანი ვიზიტით საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.