21 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
თურქეთში, დასუფთავების თანამშრომელს შემთხვევით 6.7 მილიონი დოლარი ჩაურიცხეს

თურქეთში, ქალაქ იზმირში, მამაკაცს საბანკო ანგარიშზე შემთხვევით 23 მილიონი ლირა,  (6,7 მილიონი აშშ დოლარი) ჩაურიცხეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მამაკაცმა კოლოსალური თანხა საკუთარ ანგარიშზე მაშინ აღმოაჩინა, როდესაც კომუნალური მომსახურებების გადასახდელად ინტერნეტ ბანკში შევიდა. მედიის ინფორმაციით, დასუფთავების თანამშრომელი მამაკაცი ნანახით შოკირებული იყო.

ამ ყველაფრის შემდეგ, მამაკაცმა ბანკს მიმართა და თანხა სრულად დააბრუნა. მას ფულის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის მიღება სურდა, რაზეც ბანკმა უარი განუცხადა. ის პოლიციაში ჩივილს გეგმავს.

დღის ამბები