21 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
წარსული წყენები დავიწყებულია, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებამ ყოფილი პოლიტიკური მტრები გააერთიანა - ოთხი ოპოზიციური პარტია საპროტესტო აქციაზე თბილისის ცენტრში ერთად დადგა

ყოფილი პრემიერი თაღლითებს ოპოზიციის იმ ლიდერებს უწოდებს, ვის გვერდითაც გუშინ საპროტესტო აქციაზე იდგა. გიორგი გახარია დღეს ამტკიცებს, რომ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, ვინც აქციის ორგანიზატორები იყვნენ, საერთო არაფერი აქვს.

გახარიას მსგავსად, დღეს, “ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ამტკიცებდნენ, რომ გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო მოხდა, რაც შექმნილ ვითარებაში ნებისმიერ პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დგას.

მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, რა ნიშნით ერთიანდებიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიები. პარლამენტის თავმჯდომარე, გახარიას, მელიას მისამართით გამოთქმულ მწვავე განცხადებებსაც ახსენებს.

თავად მელია, რომელმაც საკუთარი პარტია ბრალდებებით დატოვა და თავმჯდომარეობიდან მძიმე ბრალდებებით გადადგა, გუშინ აქციაზე კვლავ “ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით იდგა. მისი თანაგუნდელი დღეს, ამბობს, რომ ქვეყნის ინტერესები წარსულ უთანხმოებაზე მაღლა დგას.

წარსულში არსებული დაპირისპირება, ოპოზიციას, დღეს, სახელისუფლებო გუნდმაც შეახსენა. “ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ბარიერ გადალახული პარტიები ქვეყანაში არეულობის მოწყობის მიზნით გაერთიანდნენ.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი, 4 ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად სალომე ზურაბიშვილიც იყო.

დღის ამბები