21 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
რა პროცედურების გავლის შემდეგ არის შესაძლებელი სიების ჩახსნა - “ქართული ოცნება“ ოპოზიციას საზოგადოების ტყუილში შეყვანაში ამხელს

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე, ოპოზიციას უარი ამ დრომდე მხოლოდ სიტყვიერად აქვს ნათქვამი. კონკრეტულ ნაბიჯს პარტიები იქამდე ვერ დგამენ, ვიდრე ამის სამართლებრივი შესაძლებლობა არ ექნებათ. ეს კი სწორედ იმ პარლამენტმა უნდა მიანიჭოს, რომელში შესვლაზეც ჯერ-ჯერობით უარს ამბობენ.

რა შემთხვევაში შეუძლია ოპოზიციას გააუქმოს საარჩევნო სია და შეუძლიათ თუ არა საერთოდ ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებას ბარიერი შეუქმნან - ყველა ამ საკითხზე პროცედურული განმარტება, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

სიების ჩახსნაზე კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს გახარია და მისი გუნდი სადაც ამბობენ, რომ ახლა პოლიტიკური ძალების ნაწილისთვის მთავარია, რომ ზოგადად მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაცია არ მოხდეს.

საპარლამენტო უმრავლესობა მიზანმიმართულ დეზინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ამით ოპოზიცია საზოგადოებაში მუხტის აწევას ცდილობს.

ამ დროის მონაცემებით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნებას“ – 89 დეპუტატი ეყოლება. გვარამია-მელია, “გირჩი“, “დროას“ კოალიციას - 19, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობას“ – 16, “ძლიერ საქართველოს“ – 14, ხოლო გახარიას პარტიას 12. მანდატები განაწილებულია, თუმცა ბარიერგადალახული ოპოზიციური სუბიექტები აანონსებენ, რომ ახალ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

დღის ამბები