21 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
მაკკეინის ინსტიტუტის რეკომენდაცია - მიყვება თუ არა ოპოზიცია და პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებამდე დაწერილ ე.წ. მაკკეინის გეგმას

პროტესტი “ქართული ოცნების“ გამარჯვების მიუხედავად, რომელსაც უცხოელებმა მხარი უნდა დაუჭირონ - ესაა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ერთი თვის წინ გამოქვეყნებული გზამკვლევის მთავარი გზავნილი, რაზეც დღეს შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა. პროტესტი ქუჩაში და არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება - ეს ინსტრუქციები პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციამ უკვე ზედმიწევნით შეასრულა. ახლა სცენარის მიხედვით პროტესტის გასაძლიერებლად უცხოური დახმარების დროა.

მაკკეინის ინსტიტუტმა, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ მომზადებული ანგარიში 17 სექტემბერს, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნა. ანგარიშში დეტალურადაა იმ მოსალოდნელ სცენარებზე საუბარი, რომელიც ქვეყანაში მმართველი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

აშშ-მა უნდა განიხილოს ორპარტიული დელეგაციის გაგზავნის შესაძლებლობა, ქართველი დამკვირვებლების გასაძლიერებლად და დემონსტრანტი მოქალაქეების მხარდასაჭერად. “ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებლების მიერ დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს არჩევნების შემდგომი გარემოს მონიტორინგი, განსაკუთრებით კი, მთავრობის რეაქციის მოსალოდნელ პროტესტზე.

ევროკავშირმა განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერება, სანამ შესაბამისი რეფორმები არ გატარდება. შარლ მიშელმა განიხილოს საქართველოში მისიით დაბრუნება, რათა აიძულოს “ოცნების“ კანონმდებლები, პატივი სცენ მათ ადრეულ შეთანხმებებს;

მაკკეინის ინსტიტუტის გზამკვლევის მიხედვით, მოქმედებას უარყოფს ოპოზიცია. თუმცა ქუჩის საპროტესტო აქციების გარდა, ხელისუფლების ოპონენტები დასავლეთიდან ჩართულობასაც არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მოვლენათა მსგავსი განვითარების სცენარს საფუძველი თავად “ქართული ოცნების“ მოქმედებამ მისცა.

ოპოზიცია რომ წინასწარ გამზადებული სცენარით მოქმედებს, ამაში ეჭვი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებს არ ეპარებათ. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიცია, წლებია, მხოლოდ ლობისტების კარნახით მოქმედებს. თუმცა, 26 ოქტომბრის არჩევნების გამჭვირვალობამ და დემოკრატიულობამ, მაკკეინის ინსტიტუტის გაიდლაინს, პოლიტიკოსების თქმით, აზრი დაუკარგა.

საპარლამენტო არჩევნებიდან 3 დღე გავიდა. ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და კვლავ ქუჩის პროცესებისთვის ემზადება.

დღის ამბები