უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. პიტერ სიიარტომ კომენტარი “დოიჩე ველეს“ თბილისში მისცა. მისი განცხადებით, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი ან დემოკრატიული.
“არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი ან დემოკრატიული. აქ ოპოზიციას რომ მოეგო, გასაგებია, დემოკრატიის პრობლემა არ იქნებოდა. მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, რომელიც არის სუვერენული პარტია, რომელიც არის მშვიდობის და ოჯახის მომხრე პარტია, ისმის არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებები. თქვენს ოპოზიციას ეს არჩევნები რომ მოეგო, პრობლემა არ იქნებოდა. ჩვენ კარგად ვიცით ეს გრძნობა.
თუ მემარჯვენე პარტიები ან კონსერვატორები ან სუვერენიტეტის მომხრეები გაიმარჯვებენ, ჩვეულებრივ, დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებულ ბრალდებებს აყენებენ, მაშინ როდესაც თუ ლიბერალებმა მოიგეს, ყველაფერი კარგადაა. მზე ანათებს, მარტივი ამბავია. უნგრელმა დამკვირვებლებმა ძალიან მკაფიო ანგარიში გააკეთეს, რომ ეს იყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები. ჩვენ გვჯერა უნგრელი დამკვირვებლების. ეს ფაქტია.“ - აცხადებს პიტერ სიიარტომ.