ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება. სოფელ კაპრეშუმში, 9 სართულიან კორპუსში 90 ოჯახი იცხოვრებს.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. სოფელ ერგეში კი, 11 სართულიანი სოციალური სახლი შენდება. საცხოვრებელ ფართს 121 ოჯახი მიიღებს. ადგილზე თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მერთან ერთად იმყოფებოდა.