პარიზში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ყოველწლიური "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია იმართება. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთადა, საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილია, რომელიც ლევ იაშინის ჯილდოზეა წარდგენილი.
წლის საუკეთესო მეკარის წოდებისთვის ბრძოლაში მამარდაშვილის კონკურენტები არიან: დიოგუ კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა, გრეგორ კობელი, ანდრეი ლუნინი, მაიკ მენიო, ემი მარტინესი, უნაი სიმონი და რონვენ უილიამსი.
ვიდეოს გვერდი "Geo Team" ავრცელებს.