ქალი, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიის მთებში გაუჩინარდა, ცოცხალი იპოვეს. პოლიციის განცხადებით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი, რადგან მას გველმა უკბინა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, ქალის მდგომარეობა სტაბილურია. ამჟამად, ის მიღებული დაზიანებების სამკურნალოდ საავადმყოფოში იმყოფება.
მედიის ინფორმაციით, ქალი პროფესიით ფოტოგრაფია, რომელიც Kosciuszko National Park-ს ხშირად სტუმრობდა, რათა გარეული ცხენებისთვის ფოტოები გადაეღო.