ცნობილი პანამელი ბოდიბილდერი ქალი, ჯოანა პერესი 35 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ქალის გარდაცვალების ფაქტი მისმა ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში დაადასტურეს.
ჯოანა პერესი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური და საკმაოდ ცნობილი იყო. ბოდიბილდერს მხოლოდ "ინსტაგრამზე" 46 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ოჯახის წევრებმა მისი გამომწერები პანაშვიდზე მიიწვიეს.
ოჯახის წევრებს ქალის უეცარი გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებიათ.