21 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ხერსონის ოლქში ოკუპანტის სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა - უკრაინა თავდაცვის პარალელურად, თავდასხმას განაგრძობს

ხარკოვი ოკუპანტის სამიზნე გასულ ღამითაც გახდა. დაშავებულია 21 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის არიან ბავშვები. საჰაერო იერიშის შედეგად დიდი ზიანი მიადგა ქალაქმა ჩუგუევს. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

ხერსონის ოლქში ოკუპანტების სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა. დაღუპულია 2 და დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის13 წლის მოზარდი. იერიშების შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. გამონაკლისი არც ზაპოროჟიეს ოლქი ყოფილა, სადაც ოკუპანტებმა იერიში 10 დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს.

უკრაინა თავდაცვის პარალელურად, განაგრძობს თავდასხმას. გასულ ღამით, ვორონეჟის რეგიონში, რუსულმა საჰაერო თავდაცვამ 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ზიანი ორ სამრეწველო ობიექტს მიადგა.
 
კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის ჯარების ყოფნას NATO-ს გენერალური მდივანი ადასტურებს. მარკ რუტე რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს მოქმედებები.

უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის დასრულების გზებზე დღეს სერგეი ლავროვმაც ისაუბრა. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და NATO-ზე უარი უნდა თქვას.
 
უკრაინაში ომის დასრულებაზე ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ინდურ მედიასთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულებისთვის შეერთებულ შტატებზე და სხვა მეგობარ ქვეყნებზე ბევრია დამოკიდებული.
 
უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე 976 დღე გავიდა. ომში მყოფი ქვეყანა მოკავშირეებისგან დახმარებას ისევ ელოდება.

დღის ამბები