უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, საქართველოში ვიზიტის შესახებ, სოციალურ ქსელ X-ზე წერს და დახვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს:
"ჩემი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ. საქართველო არის კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფო. უსარგებლო ლექციების ნაცვლად, მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ,"- წერს ორბანი X-ზე.