21 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
"იყავით მშვიდად, ნუ შეგეშინდებათ, არ დანებდეთ" - მიხაილ როთი დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს

იყავით მშვიდად, ნუ შეგეშინდებათ, არ დანებდეთ - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს. განცხადება მან პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

"ევროკავშირმა და მსოფლიომ უნდა გაიგოს თქვენი ხმა და დაინახოს თქვენი სახეები ქუჩებში. ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მესმის თქვენი იმედგაცრუების, მაგრამ ახლა სასოწარკვეთის და უკან დახევის დრო არ არის. ევროკავშირმა და მსოფლიომ უნდა გაიგოს თქვენი ხმა და დაინახოს თქვენი სახეები ქუჩებში. ახლა თავისუფლებას და დემოკრატიას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. იყავით მშვიდად, ნუ შეგეშინდებათ, არ დანებდეთ", - წერს მიხაილ როთი.  

დღის ამბები