ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე რესპუბლიკური საავადმყოფო ქართულ ჯანდაცვის სისტემაში ფლაგმანის ფუნქციას იბრუნებს. ძირითადი შენობების რეაბილიტაცია, ახალი ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო ბლოკების მშენებლობა, რეკრეაციული ზონების მოწყობა- ამ ყველაფერს ექსპერტების მიერ შემუშავებული კონცეფცია აერთიანებს, რომელიც დღეს საზოგადოებას მთავრობის მეთაურმა გააცნო.
ამბულატორიული, დიაგნოსტიკური, სარეაბილიტაციო სერვისები, კლინიკური თუ პათოლოგიური ლაბორატორიები - პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას, აშენდება ბავშვთა ინფექციური ბლოკიც.
რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინოსთან ერთად, საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეითავსებს.
100 ათასამდე კვადრატული მეტრის ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას დაახლოების 4 წელი და 160 მილიონი ლარი დასჭირდება.
ავტორი: ნანა გოგატაძე