21 ნოემბერი 2024,   18:07
ვრცლად
"დიახ - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო, არის და იქნება მიხეილ სააკაშვილის ერთგული" - თინა ბოკუჩავა

"ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო კამპანია დაასრულა. შემაჯამებელი შეხვედრა სააკაშვილის გუნდმა ქუთაისში გაიმართა. "ერთიანობის" ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად, ბაგრატის ტაძართან შეიკრიბნენ და გეგმების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო, არის და იქნება მიხეილ სააკაშვილის ერთგული.

"ჩვენ არ გვახასიათებს ორგულობა, ჩვენ არ გვჩვევია პირფერობა. დიახ - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო, არის და იქნება მიხეილ სააკაშვილის ერთგული. რაც მთავარია, მისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, ერთგული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. 26 ოქტომბერს იმარჯვებს ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველო," - განაცხადა თინა ბოკუჩავა.

დღის ამბები