„ნურავის ეგონება, რომ იმ მხარდამჭერებს, ვინც მხარს უჭერს დღევანდელ დესტრუქციულ ოპოზიციას, ოპოზიციას, რომელთა ქმედება მიმართული უნდა იყოს არჩევნებისთვის კეთილსინდისიერ მზადებაზე და არა რევოლუციური გზით ქვეყნის ჩამოქცევაზე, პასუხი კანონით არ მოეთხოვება“-წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ე.წ. „ქოლცენტრების” საქმეზე ჩატარებული ჩხრეკის შესახებ.
მისი თქმით, ვინც ხმას აძლევს ამ კრიმინალებს და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავერბოვკებულ ადამიანებს, უნდა დაფიქრდეს, კრიმინალების მხარდაჭერაც ისეთივე დანაშაულია, როგორც კრიმინალური ქმედება და პენსიონერების მძარცველებს და ფულის გამთეთრებლებს, ნუ დააღუპვინებენ მომავალს.
მისივე თქმით, არავის ეპატიება ქვეყნის და საკუთარი ხალხის ღალატი!
„ნურავის ეგონება, რომ იმ მხარდამჭერებს, ვინც მხარს უჭერს დღევანდელ დესტრუქციულ ოპოზიციას, ოპოზიციას, რომელთა ქმედება მიმართული უნდა იყოს არჩევნებისთვის კეთილსინდისიერ მზადებაზე და არა რევოლუციური გზით ქვეყნის ჩამოქცევაზე, პასუხი კანონით არ მოეთხოვება.
მხარდამჭერთა პასუხისმგებლობის საკითხი გააჟღერა ხელისუფლებამაც. იმ პირობებში, როცა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები მუშაობის მაღალ სტანდარტზე არიან, ყველაფერი ცხადი და დაფიქსირებულია, რაც დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. ყველა მხარდამჭერი ავტომატურად ხდება ამ კრიმინალური სინდიკატის თანამონაწილე, ეს კი ნიშნავს კანონი მათ კარზეც დააკაკუნებს.
დილიდან აფორიაქებულია ფსევდო-ლიბერალური ბაბლი, ფინანსური პოლიცია ერთდროულად რამდენიმე ოფისსა და ფიზიკური პირის სახლებში შევიდა და რა აღმოჩნდა?
ეს "ღრმადპატივცემული" კომპანიები და ფიზიკური პირები დაკავებული ყოფილან პენსიონერების ძარცვით, თაღლითობით და ფულის გათეთრებით.
აი, ამ გზით მოპოვებულ თანხებს იყენებენ ახალგაზრდების დატრენინგებისთვის და არეულობაში გამოყენებისთვის. ყველა თვითონ ირჩევს თავის გზას და აგებს პასუხს, მაგრამ ვინც მხოლოდ მხარდამჭერია, ხმას აძლევს ამ კრიმინალებს და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავერბოვკებულ ადამიანებს, აი ეს ხალხი უნდა დაფიქრდეს, კრიმინალების მხარდაჭერაც ისეთივე დანაშაულია, როგორც კრიმინალური ქმედება და პენსიონერების მძარცველებს და ფულის გამთეთრებლებს, ნუ დააღუპვინებენ მომავალს.
არავის ეპატიება ქვეყნის და საკუთარი ხალხის ღალატი!“-წერს ნინო ფოჩხუა.