ფოთის “კოლხეთი 1913-ის“ სათამაშო მოედანზე მწვანე საფარის სრულად მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის შესაბამისად, სამუშაოები საერთაშორისო სამშენებლო ნორმების და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, UEFA-ს სტანდარტების და მოთხოვნების მიხედვით ჩატარდება. სრულად მოეწყობა საირიგაციო სისტემა და დრენაჟი, მინდვრის საფარი რულოვანი ბალახით. ასევე, შეძენილი იქნება მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ტექნიკა.
პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 203 150 ლარია.