21 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
დავით კოდუა - მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან – 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ

“ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ თბილისში გამართულ ოპოზიციური პარტიების აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი მონაწილეობდნენ.

“ესეც მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან! პირველ ფოტოზე ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, “ძლიერი საქართველოდან“ – დავით ჩქოტუაა, ის მონაწილეობას იღებდა 20 ოქტომბერს თბილისში გამართულ ოპოზიციური პარტიების აქციაში. ასევე ხაზარაძის კოალიციიდან აქციაში მონაწილეობდა ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ერეკლე გუჯეჯიანი (მეორე ფოტო).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia – გამოიკვლიეთ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ეს ფაქტები, აქვე მოვუწოდეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შეისწავლონ და საკუთარ ანგარიშებში ასახონ ჩვენს მიერ მხილებული საარჩევნო დარღვევები“, – წერს კოდუა.

დღის ამბები