21 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე პარტია “ლელოს“ საპარლამენტო სიის წევრი, დავით ფერაძე დააკავეს

ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე “ლელოს“ საარჩევნო სიის 52-ე ნომერი, პარლამენტის წევრობის კანდიდატი, დავით ფერაძე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ რუსთავი 2-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

დგინდება, რომ ნატა ტალიკიშვილს, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, თავში ქვის ნატეხი ჩაარტყა. ბრალდებულის სახით დაკავებული მამაკაცი, პოლიტიკური პარტია “ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წევრი, პარლამენტის წევრობის კანდიდატი, პარტიული სიის 52-ე ნომერი, დავით ფერაძე აღმოჩნდა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

რუსთავი 2-ისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები