ცნობილი ესპანელი როკ მომღერალი მარიო ვაკერისო კონცერტის დროს, მბრუნავი სცენიდან გადმოვარდა და გონება დაკარგა, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
50 წლის მომღერალმა კასერესის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს დატოვების დროს კომენტარი გააკეთა და აღიარა, რომ შემთხვევის შედეგად შეიძლება მომკვდარიყო ან პარალიზებული დარჩენილიყო.
მომღერალმა საავადმყოფო შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით დატოვა.