რატომ უნდა დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რად უნდათ ეს? რა თავში იხლიან ამ „ნაციონალურ მოძრაობას“? ყველას აქვს ამაზე პასუხი - იმიტომ უნდათ, რომ სასწრაფოდ ომში ჩაერთოს, სანამ დასრულებულა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ექსკლუზიური ინტერვიუს დროს, უცხოელი პოლიტიკოსების ინტერესზე, ხელისუფლებაში დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ომის პარტია და გარე ძალები ცდილობენ მათ მიერ მართული პარტია დააბრუნონ ხელისუფლებაში, მაგრამ ქართველი ხალხი სწორ პოზიციას იჭერს, ძალიან მაგრად დგანან და ეს არის ერთადერთი, რაც გადაარჩენს საქართველოს.
"სხვათა შორის მე ვთქვი პირველად და ძალიან არ მოეწონათ, გლობალური ომის პარტია, რასაც ყველა ქვეყანაში, ევროპაშიც პოლიტიკოსები, პრეზიდენტები და ყოფილი პრეზიდენტები ამათ მოიხსენიებენ, „დიფ სთეითს“ ძალიან ბევრი მოიხსენიებს. გლობალური სიტყვა იმ მიზეზით დავარქვი, რომ პატარა „ომის პარტია“ ჩვენ აგერ გვყავს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამაში რომ არ არეოდათ და გაეგოთ კიდევ, რომ არის დიდი ძალები, ამაზე დიდი, ამიტომ მოვიფიქრეთ ეს ტერმინი გლობალური, თორემ რომ არ მოგვეფიქრებინა, ეს ომის პარტია, ყველა „ნაციონალურ მოძრაობას“ იფიქრებდა, რომელიც აქაც არსებობს. ამისთვის უნდათ, იმიტომ გვეუბნებიან და იგივე ძალები ძირითადად, იგივე ევრობიუროკრატი იქნება თუ ამერიკელი იქნება არ აქვს მნიშვნელობა, ეს ძალა არის ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი რესურსის მქონე და ჩვენ ყველა მიმართულებით მივუდექით, გინდაც ლგბტ პროპაგანდა, გინდაც სხვა უამრავი რესურსის მქონე მათ მიუწვდებათ ხელი ძალიან ბევრ ბიუროკრატზე სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში და აქ უნდათ დააბრუნონ ეს ძალა, ვისაც მართავდნენ. მეორე დღესვე გაჩაღდება ომი, არ იფიქროთ, რომ რაღაცას გაივლიან, ამის დრო არ არის ახლა, გახურებულია იქ თემა და ომის დროს ყველას უჭირს ხომ იცით, ყველა მოცემულობა იცვლება ომის დროს, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იქმნება და შესაბამისად ის ფასეულობები, რაც არსებობს ყველაფერს გადასინჯვა უნდა და სხვანაირი სახელის დარქმევა უნდა. ამ ფონზე რა თქმა უნდა აგრესია გამწვავდა ჩვენდამი, თუნდაც მიმღებლობა ჰქონდათ ჩვენი და მე ვცდილობდი დამერწმუნებინა ჩვენი პარტნიორები, რომ „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს და გაატარებს ყველა ინტერესებს თქვენსას. ჩვენ ამ ძალას არ მოვუშვებთ აქ არის წინააღმდეგობა. მთელი ამ წლების განმავლობაში, კოჰაბიტაციიდან დაწყებული და დღემდე, წინააღმდეგობა არის ეს რაც გვაქვს. ეს იყო რბილ ფორმებში ჩვენს შორის, სანამ ანტაგონიზმი არ დაიწყო. ომი რომ დაიწყო, ფორსირებულად წავიდა ყველაფრის გადასინჯვა, თორემ გახარიას კიდევ შეინახავდნენ პრინციპში, გუნდში იცოდნენ, გახარია ვინც იყო, მოკლედ ეს არის, ეს უნდათ და მე მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო და გაათვითცნობიერა, ამით ვართ ძალიან მაგარი ხალხი, ქართველები და საქართველო საერთოდ, პოლიტიკურად ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანას შეგიძლია შეადარო და არავისზე ნაკლები საზოგადოება არ არის მზაობით ჩვენი და გაცნობიერებით, რითაც მე ძალიან ამაყი ვარ. ძალიან მაგარი ხალხი ვართ, ძალიან მოკლე დროში ყველაფერი გაიგეს და სწორ პოზიციას იჭერენ, ძალიან მაგრად დგას ხალხი და ეს არის ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.