21 ნოემბერი 2024,   18:08
ვრცლად
13 ქვეყნის ერთობლივი განცხადება - სახელისუფლებო გუნდი პარტნიორების მოწოდებას, ხელისუფლების, ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფად აღიქვამს

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის წარმომადგენლის ერთობლივი განცხადების ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა. ევროპის საკითხთა მინისტრები "ქართულ ოცნებას" პირობას უყენებენ და მოუწოდებენ შეიცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდება.

სახელისუფლებო გუნდი პარტნიორების განცხადებას, ხელისუფლების, ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფად აღიქვამს. უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან, მსგავსი ტონი მიუღებელი, ბრალდებები კი უსაფუძვლოა.

ევროპელი მინისტრების კრიტიკას სრულად იზიარებს ოპოზიციის ნაწილი. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პარტნიორების მოწოდება უნდა გაითვალისწინოს და ევროკავშირის წესებს დაემორჩილოს.

ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენა და არჩევნებში უხეში ჩარევა- ასე აფასებს მმართველი გუნდი, ევროპელი პარტნიორების კრიტიკას და ერთობლივი განცხადების ავტორებს მოუწოდებს, აიღონ პასუხისმგებლობა მოწოდებებზე, რომელმაც შესაძლოა საქართველო მნიშვნელოვნად დააზარალოს.

ერთობლივ განცხადებას, ევროკავშირის 14 წევრი სახელმწიფო არ შეუერთდა, ხელმომწერებს შორის კი ბელგიის, გერმანიის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, შვედეთის, ლატვიისა და ლიეტუვას- წარმომადგენლები არიან.

 

დღის ამბები