21 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
არჩევნები და რეფერენდუმი მოლდოვაში - ორად გაყოფილი ქვეყანა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

ბოლო მონაცემებით, მოლდოვაში უკვე ხმების თითქმის 100 პროცენტი დათვლილია, 50.43 მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 49,57 მა კი ევროპული მომავლის კონსტიტუციაში ჩაწერას უარი უთხრა.

მთელი ღამის განმავლობაში მონაცემები თვლის პროცესში იცვლებოდა. თავდაპირველად რამდენიმე საათის განმავლობაში თითქმის 11 პროცენტიანი სხვაობით ევროკავშირის მოწინააღმდეგეები ჭარბობდნენ, თუმცა გამთენიისას, მას შემდეგ რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დიასპორის ხმებიც შევიდა - ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობამ ზრდა დაიწყო.

დღის განმავლობაში მოლდოვას საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდი რამდენჯერმე გაითიშა, რის შემდეგაც რეფერენდუმის შედეგები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა სასარგებლოდ შეიცვალა.

რეფერენდუმის შედეგებით უკმაყოფილოა ბრიუსელიც და მოსკოვიც. კრემლში თქვეს, რომ მოლდოვაში საარჩევნო კამპანიისთვის თავისუფალი გარემო არ იყო, ევროკავშირში კი სადაც მთელი დღის განმავლობაში დუმილი იყო - მხოლოდ საღამოს განაცხადეს რომ რეფერენდუმი მოლდოვაში რუსეთის უპრეცედენტო ჩარევის ფონზე ჩატარდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა რომ გარე-ჩარევების მიუხედავად, მოლდოვას მოსახლეობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე მადლობა გადაუხადა მოლდოველ ხალხს სიმამაცისთვის და ისტორიული არჩევანის გაკეთებისთვის.

რეფერენდუმის პარალელურად, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებიც მიმდინარეობდა. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტს წინ მეორე ტური ელოდება. მაია სანდუს კონკურენტი ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრ სტოიანოგლოა, რომელსაც მხარს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური სოციალისტების პარტია უჭერს. ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებზე საუბრობს. მაია სანდუ დემოკრატიაზე თავდასხმაში უცხოურ ძალებს ადანაშაულებს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოლდოვაში 3 ნოემბერს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გაირკვევა შეინარჩუნებს თუ არა პრეზიდენტის პოსტს პროდასავლელი ლიდერი მაია სანდუ.

დღის ამბები