აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე ზღვამ უცნაური არსება გამორიყა, რამაც დამსვენებლების შეშფოთება გამოიწვია. ინფორმაციას dailymaili-ავრცელებს.
კალიფორნიის თევზისა და ველური ბუნების დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სანაპიროზე გამორიყული არსება, სავარაუდოდ, გველთევზაა, თუმც როგორც ჩანს, მას სიკვდილის შემდეგ ფერი შეეცვალა და უცნაური იერი მიიღო.
Britannica-ის ენციკლოპედიის თანახმად, "მორეის გველთევზა" სამხრეთ კალიფორნიაში ფართოდ არის გავრცელებული და ცნობილია, რომ არაღრმა წყლებში ცხოვრობს, რომლებიც სავსეა რიფებით.