21 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
ბრწყინვალე სანახაობა და რვა გოლი - რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს საქართველოსა და ლატვიის ვეტერანთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ

ბრწყინვალე სანახაობა და რვა გოლი, რომელიც ქუთაისელმა გულშემატკივარმა იხილა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს საქართველოს და ლატვიის ვეტერანთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მიუხედავად ამხანაგური მატჩის სტატუსისა, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა.

საქართველოს ნაკრებიდან ორი გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. თითოჯერ კი - თავი ალექსანდრე კობახიძემ და ზურაბ იონანიძემ გამოიჩინეს.

ქუთაისში ვეტერანების მატჩი პირველად ჩატარდა. წვიმის და უამინდობის მიუხედავად, სტადიონზე, ფეხბურთელების გასამხნევებლად, ასობით გულშემატკივარი მივიდა.

წელს საქართველოში ლეგენდების მატჩი მესამედ გაიმართა. შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშილი. 

დღის ამბები