18 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე  210 საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინაში ომი გრძელდება, საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან "შაჰედის" ტიპის დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქში, გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაშავდა 1 ადამიანი.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 210 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში მოლაპარაკებების დროს ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, გერმანიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ენერგო სექტორისთვის 270 მილიონი დოლარის დახმარება გამოაცხადა.

ავსტრალიის მთავრობა კი, უკრაინას 49 M1 "აბრამსის" ტიპის ტანკებს მიაწვდის, რომელთა ჯამური ღირებულება 164 მილიონი დოლარია.

დღის ამბები