18 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
"2012 წლიდან არჩევნებში ვმონაწილეობ და ასეთი მშვიდი წინასაარჩევნო გარემო მე არ მახსოვს" - კახა კალაძე

ამომრჩევლისთვის დოკუმენტების ჩამორთმევის ბრალდებებს თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ყალბია და ფარისევლობაა. კალაძის შეფასებით, ძალიან მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა.

"სიყალბეა და ფარისევლობა, არაფერი არ ხდება. რეალურად ნახეთ რა ხდება, რამდენიმე დღის წინ ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა შუალედური დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იყო იდეალური. 2012 წლიდან არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას და ასეთი მშვიდი წინასაარჩევნო გარემო მე არ მახსოვს. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის რადიკალებს, იმიტომ რომ მათი სურვილია დაძაბულობა შემოიტანონ, შესაბამისად, ასეთი ტყუილებით უნდათ, რომ ფონს გავიდნენ, მაგრამ რეალობა არის ის, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს," - განაცხადა კახა კალაძემ.
 
 
დღის ამბები