საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ლა-მანშის სრუტის გადაცურვის მცდელობისას, მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოფიციალური პირების განმარტებით, გადატვირთული ნავი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, ჩრდილოეთ საფრანგეთში, ვისანის სანაპიროსთან ჩაიძირა.
მაშველებმა 65 ადამიანი გადაარჩინეს. სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი იპოვეს, რომელიც მოგვიანებით გარდაცვლილად გამოცხადდა.