21 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
“სიუჟეტის ავტორებმა ძალიან კარგად იციან, ვისგანაც იღებენ დაკვეთას და რა ნიჭიერებითაც ასრულებენ, იმ ნიჭიერებით გააგრძელონ ამ საქმის კეთება“ - გრიგოლ ლილუაშვილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მასალებზე ისაუბრა.

საუბარია ინტერნეტ სივრცესა და მედია საშუალებებში გავრცელებულ ეკატერინე ხვედელიძესთან დაკავშირებულ ჩანაწერზე. როგორც გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, საკითხი არასერიოზულია. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ კიდევ ბევრ თემას შეთხზავენ.

“რა ავთენტურობაზე უნდა ვისაუბროთ, ათას სისულელეს შეთხზავენ, ველოდებით კიდევ ბევრს, სერიალებს, რომელსაც წინასაარჩევნოდ ალბათ მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც სიუჟეტს ნახავ, ადვილად მიხვდები მიზანს, რას ემსახურება ეს სიუჟეტი, რომელიც მელაძის შაბათის გადაცემაში იყო. პირველი ის, რომ თითქოს რაღაც აჟიოტაჟი შექმნა, რუსული კვალი, რუსული დიპლომი, პასპორტი ონლაინ კურსების შედეგად და მეორე, ეს იყო საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურის დადანაშაულება პოლიტიკოსების და მისი ოჯახის წევრების მოსმენებში.

სასაცილოა, რა უნდა გამოვიძიოთ? პირველად ვნახეთ ასეთი სერიალები? განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც აქტიურდება წინასაარჩევნო კამპანია და მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი არის ორკესტრირებული. რატომღაც, მაინც და მაინც ეს ტელევიზია იგებს ყველაფერს ყველაზე ადრე, მაინც და მაინც ეს ტელევიზია ფლობს ექსკლუზივს ამა თუ იმ გაურკვეველ საიტზე ატვირთული ინფორმაციების შესახებ და ყველას ასწრებს ამას. ხალხს ვერ მოვატყუებთ, ვერც ტელევიზიები ვერც ჩვენ, ვერც ვერავინ.

აბსოლუტურად სასაცილოდ ჩანს ეს ყველაფერი. არის აპლიკაციები, სადაც შეიძლება ათასობით კილომეტრის დაშორებით მოუსმინო. ისიც არ ვიცით, რამდენად რეალურია ეს ჩანაწერი. სიუჟეტის ავტორებმა ძალიან კარგად იციან, ვისგანაც იღებენ დაკვეთას და რა ნიჭიერებითაც ასრულებენ, იმ ნიჭიერებით გააგრძელონ ამ საქმის კეთება. ორ კერძო პირს შორის საუბარი, რომელიც გაურკვეველ დროს ჩაიწერა და აიტვირთა გაურკვეველ საიტებზე, რა გამოძიება უნდა ჩავატაროთ და საერთოდ, ღირს ამ თემაზე საუბარი? ეს ხომ სასაცილო თემებია. რა დანაშაული დაინახეთ ან საუბარში? რასაც ჩვენ ახლა დროს ვხარჯავთ, ამად ღირს ამის განხილვა?“ - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

დღის ამბები