18 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ეს არის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებისთვის - სალომე სამადაშვილი ევროპული საბჭოს დასკვნაზე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, საქართველოს მოქალაქეების გაფრთხილებაა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლის გარეშე, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება.

"ის ჩანაწერი, რომლის გაკეთებაც გადაწყდა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ლიდერების მხარდაჭერით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით ხელს უშლის ევროპულ დღის წესრიგს, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ეს არის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლის გარეშე, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები