18 ოქტომბერი 2024,   16:20
ვრცლად
მსგავსი ტიპის განხილვები საქართველოში დაგეგმილ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აბსოლუტურად გაუგებარია და  შეიძლება შევაფასოთ, როგორც არჩევნებში გავლენის მცდელობა - მაკა ბოჭორიშვილი ვროპული საბჭოს დასკვნაზე

მსგავსი ტიპის განხილვები და ღონისძიებები საქართველოში დაგეგმილ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, აბსოლუტურად გაუგებარია და ცალსახად შეიძლება შევაფასოთ, როგორც არჩევნებში გავლენის მოხდენის მცდელობა - ასე შეაფასა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული საბჭოს დასკვნა.

მისი განმარტებით, გავლენების მოხდენა საქართველოს იმიჯზე და საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე საუბარი, აბსოლუტურად მიუღებელი და არაკეთილმეგობრულია.

"მსგავსი ტიპის განხილვები და ღონისძიებები საქართველოში დაგეგმილ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აბსოლუტურად გაუგებარია და ცალსახად შეიძლება შევაფასოთ, როგორც არჩევნებში გავლენის მოხდენის მცდელობა. დისკუსიების მოწყობა და გავლენების მოხდენა საქართველოს იმიჯზე და საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე საუბარი, აბსოლუტურად მიუღებელია და არ ემსახურება არც კეთილმეგობრულ დამოკიდებულებას და არც პარტნიორობას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები