18 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ბევრი სიძნელე გადავლახეთ ამ პროექტის განხორციელებისთვის, ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ჩვენი მოსახლეობისთვისაც - გიორგი შარკოვი ახალი საბაგიროს გახსნაზე

თბილისში, რუსთაველის გამზირის და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა. აღდგენითი სამუშაოები ორი წლის წინ დაიწყო, რუსთაველის 52 ნომრიდან მთაწმინდის პარკში ასვლა ზუსტად ოთხ წუთშია შესაძლებელი.

საბაგირო გზა თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა.

შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორის გიორგი შარკოვის განცხადებით, ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. 

"ამ მასშტაბის პროექტის მშენებლობა ქალაქის ცენტრში წარმოუდგენელია იმ მხარდაჭერის გარეშე რაც გქვონდა. ჩვენ ბევრი სიძნელე გადავლახეთ ამ პროექტის განხორციელებისთვის. ეს პროექტი მნიშვნელოვანია არამხოლოდ ტურისტებისთვის არამედ ჩვენი მოსახლეობისთვისაც", - აცხადებს გიორგი შარკოვი

დღის ამბები