18 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
განცხადებები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში იყო, პირდაპირი ჩარევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და მით უმეტეს, საარჩევნო კამპანიაში - კახა კალაძე ევროპული საბჭოს დასკვნაზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპული საბჭოს დასკვნა შეაფასა და განაცხადა, რომ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები, "პირდაპირი ჩარევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და მით უმეტეს საარჩევნო კამპანიაში".

კალაძის თქმით, მმართველი გუნდი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საარჩევნო პროცესს ეუთო ოდირი დააკვირდება, მაგრამ ისეთ ადამიანებს და ორგანიზაციებს აქვთ დაკვირვებაზე პრეტენზია, რომლებიც რადიკალური სექტის წარმომადგენლები არიან.

"რაც შეეხება იმ განცხადებებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში იყო, რა თქმა უნდა, პირდაპირი ჩარევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და მით უმეტეს, საარჩევნო კამპანიაში. ეს კატეგორიულად მიუღებელია, ყველანაირი ზღვარი გადალახეს და მათ ყველას, 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გასცემს პასუხს.

ზოგადად, ის, რომ არჩევნებს აკვირდება ეუთო/ოდირი, ჩვენ ამას მივესალმებით, მაგრამ აქ არის მეორე თემა. ისეთ ადამიანებს და ისეთ ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია დაკვირვებაზე, რომლებიც რადიკალური სექტის წარმომადგენლები არიან. რაც არ უნდა სახელები დაირქვან, საზოგადოება მათ იცნობს და კაპიკია მათი შეფასებების ფასი", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები