“მიდის სანახავად“ - ასე ჰქვია, სპორტული ჟურნალისტის და კომენტატორის გიგა გვენცაძის წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
პორტუგალიასთან პენალტის დანიშვნამდე, გიგა გვენცაძის ეს ცნობილი ფრაზა გულშემატკივრებმა მაშინვე აიტაცეს და ის სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ავტორის განცხადებით, სწორედ ეს იყო მისი ინსპირაცია ქართულ სპორტულ ლიტერატურაში კიდევ ერთი ნაშრომის შესაქმნელად.