21 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივას საზოგადოების ნაწილი იზიარებს - ამომრჩეველთა პასუხისმგებლობა და "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების გეგმა

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივას იზიარებენ ადამიანები, რომლებმაც როგორც თავად ამბობენ, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა საკუთარ თავზე გამოსცადეს.

ლია კრიალაშვილი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელმაც, როგორც თავად ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა საკუთარ თავსა და ოჯახზე გამოსცადა. იხსენებს ყოფილი სახელისუფლებო პარტიის პოლიტიკურ წარსულს და ფიქრობს, რომ ის არავინ უნდა დაივიწყოს.

ლია კრიალაშვილის მსგავსად, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივას, რომელიც არჩევნების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა სამართლებრივი, მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, იზიარებენ სხვა ადამიანებიც.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივა უპერსპექტივოა ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამომრჩევლების სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბარიც კი აბსურდულია.

"ქართულ ოცნებაში" ხაზგასმით ამბობენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" გასამართლდება. მმართველი გუნდი, ამომრჩეველთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას გამორიცხავს.

"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ოპოზიციის ამომრჩეველთა გასამართლების ინიციატივით გუშინ გამოვიდა. საზოგადოებრივ მოძრაობაში თქვეს ისიც, რომ კონკრეტული პარტიები - "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და პარტია "გახარია საქართველოსთვის, ქვეყანაში უცხოური გავლენის გაძლიერებას ემსახურებიან.

დღის ამბები